23 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე აჭარის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. გარდა აქ წარმოდგენილი 15 ნამუშევარის დათვალიერებისა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ფიროსმანის ნახატებით გაფორმებული სხვადასხვა სახის სუვენირი.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა იაპონური კულტურის დღეების ფარგლებში მიმდინარეობს. წარმოდგენილია იაპონიის ელჩის მეუღლის კერძო კოლექცია, რომელიც რამდენიმე ათეულ ექსპონატს შეიცავს და დამთვალიერებელს იაპონიის ისტორიისა და კულტურის შესახებ უქმნის შთაბეჭდილებას.
ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია დასასვენებლად და გასართობადაც.
გარდა ატრაქციონებისა და შადრევნებისა ბულვარში შეგიძლიათ ბათუმური ლუდიც დააგემოვნოთ, მიირთვათ, როგორც ჩამოსასხმელი ნაყინი ისე უკრაინული лосунка-ს ფირმის უგემრიელესი ნაყინები, ცხელი და ცივი ყავა. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ათასგვარი ფერადი და ბრჭყვიალა ბუსი, ნიჟარებისგან გაკეთებული სტატუები, სამკაულები და ათასი სხვა სუვენირი.
ბათუმის ზღვისპირა პარკს წელს ახალი ბილიკი დაემატა, ბილიკის მთლიან ჩაყოლებაზე დგას ქვის სკამები, გზა განათებულია ულამაზესი ლამპიონებით, რომლებიც საღამოს ბულვარს განსაკუთრებულ იერს მატებს...
ახალი ბულვარი ნინოშვილის ქუჩის ბოლოში მდებარეობს(დღეს ამ ქუჩას პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინს სახელი ქვია). ბულვარი მოდერნისტულ სტილშია გაშენებული, ყველა ნაკეთობა ქვისგანაა გაკეთებული. საღამოს ბულვარი განათებულია ულამაზესი ლამპიონებით და ისეთ წარმოდგენას ტოვებს თითქოს, რომელიღაც ფანტასტიკურ ზღაპარში იმყოფებოდე.
ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული” პრობლემა - საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება.
ბათუმში მოხვედრის სხვადასხვა გზები არსებობს. მაგალითად - უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოფრენა კიევიდან, ან ოდესიდან და ხარკოვიდან ჩაფრინდნენ თბილისში და შემდეგ მატარებლით ან მსუბუქი ავტობუსით ჩამოვიდნენ ბათუმში. უკრაინიდან ასევე შესაძლებელია ჩამოსვლა ბორანით, რომელიც ოდესიდან მოდის ( ღირებულება 200 დოლარი). უკრაინის კონსულის თქმით საქართველოში, უკრაინელები კარგად იცნობენ აჭარის კუთხის კურორტებს და დიდი სიამოვნებით ჩამოდიან აქ დასასვენებლად.
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი მწვანე კონცხი, ზღვის დონიდან 70-90 მ-ის სიმაღლეზე, ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. ისტორიულად ამ ადგილს `სასირე ყელი~ ეწოდება. სახელწოდება `მწვანე კონცხი~ მან მარადმწვანე საფარველის გამო მიიღო. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ტურიზმის ექსპერტები თვლიან, რომ აჭარაში ფასები, როგორც სასტუმროებზე, ასევე კვების ობიექტებზე და გართობის საშუალებებზე არის ძალიან მაღალი და არ შეესაბამება მიწოდებულ სერვისს.
ლაუნჯ ბარი soh lounge ზღვისპირა პარკის 27-ე სექტორში მდებარეობს (შერატონის წინ). ლაუნჯ ბარის სამუშაო საათები – 9:00-დან 5:00-მდე (სამზარეულო მუშაობს ღამის 3:00-საათამდე) ინტერიერი: ლაუნჯი ადგილების რაოდენობა: 450
soh lounge-ში ყოველ ღამე გაქვთ შესაძლებლობა მოისმინოთ ცოცხალი მუსიკა, ხოლო ღამის თერთმეტი საათიდან დილის ხუთ საათამდე უკრავს DJ.
ლაუნჯ ბარი soh lounge ზღვისპირა პარკის 27-ე სექტორში მდებარეობს (შერატონის წინ). ლაუნჯ ბარის სამუშაო საათები – 9:00-დან 5:00-მდე (სამზარეულო მუშაობს ღამის 3:00-საათამდე) ინტერიერი: ლაუნჯი ადგილების რაოდენობა: 450
soh lounge-ში ყოველ ღამე გაქვთ შესაძლებლობა მოისმინოთ ცოცხალი მუსიკა, ხოლო ღამის თერთმეტი საათიდან დილის ხუთ საათამდე უკრავს DJ.
შეყვარებულები, მეგობრები ან სულაც ნაცნობები ხშირად უმზადებენ ერთმანეთს სიურპრიზებს. მართალია, უამრავი გზა არსებობს პარტნიორის გასაკვირვებლად, მაგრამ სულ ორიოდე კვირის წინ ბათუმში ახალი შესაძლებლობა გაჩნდა _ "სურვილების ვარსკვლავი". ამ ვარსკვლავის მეშვეობით შეგიძლია კარგი საჩუქარი მოუმზადო სასურველ ადამიანს.
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ორი ბუნგალო _ `ბამბა რუმსი~ და `აჭარა მუზიკ ჰოლი~ გაიხსნა. `აჭარა მუზიკ ჰოლი~ ძველ ბულვარში 2004 წლიდან არსებობს. მენეჯერი ქეთი აფციაური ამბობს, რომ ახალ მისამართზე მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებენ. პრეზენტაცია 24 ივლისს გაიმართა. ბუნგალოში ტრადიციული ქართული სიმღერები ცოცხალი შესრულებით არ იქნება. სამაგიეროდ ექნებათ ახალი პროგრამა _ `ქართველი მომღერალი, ქართველი დიჯეი და ქართველი საქსაფონისტი~.
კლუბი განლაგებულია გონიოში, პლაჟზე და იყოფა სამ ნაწილად. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ზღვასთან ყველაზე ახლოსაა, დილიდან უკრავენ dj-ები. სხვა დროს კლუბის ყველა ნაწილში ელექტრონული მუსიკა ისმის.
კლუბში ძირითადად ქართულ-ევროპული სამზარეულოა, რომელიც წარმოდგენილია 30 დასახელების კერძით. კლუბში არის ბარი, სადაც მოგემსახურებათ პროფესიონალი ბარმენები. კლუბის ტერიტორიაზე არის უკაბელო ინტერნეტი.
თუ თანაბარი და ლამაზი რუჯის მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური მზის კრემები და არა საბავშვო ზეთი, ლუდი და იოდიანი ხსნარი.
დღეს ბაზარზე მზისგან დამცავი და რუჯის უამრავი საშუალება არსებობს. არჩევანი დიდია: კრემი, ლოსიონი, ზეთი, სუფლე… სასურველია, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი, ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია კრემის ან ლოსიონის გამოყენება, ხოლო მშრალი კანისათვის _ ზეთის.
light house
იხილეთ ქალაქ ბათუმის სასტუმროთა სრული ჩამონათვალი, გაიგეთ ნომრების ფასები, მომსახურებები, დაჯავშნეთ ადგილები...
გაიმარტივეთ დასვენება www.pliaj.ge-სთან ერთად!